მხოლოდ ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებთ ეპიდემიის დასრულებაზე – მოგზაურობა გააქტიურდება, უკვე აღდგა ფრენები. ჩამოსული მოგზაური არ უნდა იყოს საფრთხის მატარებელი. ამიტომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესთან ერთად ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი ვაქცინაციას რეგიონში, ასევე გლობალურად ვაქცინაციის ტენდენციებს, რომ ამის მიხედვით დავგეგმოთ დაცვის ის მექანიზმი, რომელიც საშულებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ ეპიდემიის დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ვაქცინაცია დაგვეხმარება იმუნური ფენის შექმნაში, რაც უკვე მერე მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბიზნესი მყარად და სტაბილურად გაიხსნას და აღარ ვისაუბროთ უკან დაბრუნებასა და შეზღუდვების დაწესებაზე – ამისთვის საჭიროა მოსახლეობის უმრავლესობის აცრა. ჩვენი სამიზნე გახლავთ 60 პროცენტი. ვინც გადაიტანა ინფექცია, დაახლოებით 20 პროცენტზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ესეც შეაფერხებს ინფექციის სწრაფ გავრცელებას. ვაქცინაციის დაწყების მომენტი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ავტომატურად შეგვიძლია უკვე შევამსუბუქოთ უკვე ის წესები, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად ჩვენ წლის ბოლომდე დაგვჭირდება ორივე სტრატეგიის გამოყენება – დადგენილი წესების დაცვა და ვაქცინაციის პროცესის გაფართოება. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევქმნათ გარკვეულწილად ბიოლოგიური დაცვის ფენა, რაც ეპიდემიის დასრულების არის მთავარი გარანტიაა. მხოლოდ ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებთ ეპიდემიის დასრულებაზე – მოგზაურობა გააქტიურდება, უკვე აღდგა ფრენები. ჩამოსული მოგზაური არ უნდა იყოს საფრთხის მატარებელი. ამიტომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესთან ერთად ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი ვაქცინაციას რეგიონში, ასევე გლობალურად ვაქცინაციის ტენდენციებს, რომ ამის მიხედვით დავგეგმოთ დაცვის ის მექანიზმი, რომელიც საშულებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ ეპიდემიის დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში“, – განაცხადა გაბუნიამ.
“იმედინიუსი”