“გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სტუმრებს ბარში დღესაც ელოდება.
“დღესაც გელოდებით, 19:00 საათიდან, აღმაშენებლის 45-ში. ეს ბარი არ დაემორჩილება არც ერთ შეზღუდვას, სანამ ეს ყველა უაზრო შეზღუდვა არ მოიხსნება” – წერს ზურაბ ჯაფარიძე თავის ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს შრომის ინსპექცია დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში “ჯაფარასთან” შევიდა და ობიექტი 2000 ლარით დააჯარიმა.
წყარო: ptn.ge