მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი გარდაიცვალა

ქართველი მომღერალი და მუსიკოსი ზურაბ დოიჯაშვილი გარდაიცვალა.

ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში, რეანიმაციაში გასული წლის გაზაფხულზე მოათავსეს.