ლავროვი: რუსეთი მზადაა, ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტოს

„თუ მშვიდობა გინდა, მოემზადე ომისთვის“, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის მხრიდან ახალი შესაძლოა სანქციების დაწესების საპასუხოდ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტისთვის მზადაა, იუწყება РИА Новости.

ამ კვირაში ბრიუსელში განაცხადეს, რომ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესონ. ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ მოხდა. მისი აზრით, რუსეთმა „არ გაამართლა მოლოდინები“ და „არ გახდა თანამედროვე დემოკრატია“.

ეს მოხდება „იმ შემთხვევაში, თუ კიდევ ერთხელ ვნახავთ… რომ რაღაც სფეროებში სანქციები წესდება, რაც ჩვენს ეკონომიკას რისკებს უქმნის, მათ შორის, ყველაზე მგრძნობიარე სფეროებში. არ გვინდა მსოფლიო ცხოვრებისგან იზოლირება, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის უნდა მოემზადო“, – განაცხადა ლავროვმა Соловьев Live-ში YouTube–არხზე.

რუსეთსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობის მიზეზი, გარდა უკრაინასა და დნეპრისპირეთში კონფლიქტებისა, ასევე ბელარუსში არსებული მდგომარეობისა, ალექსეი ნავალნის და 23 და 31 იანვარს აქციებზე მომიტინგეების დაკავება გახდა.

ევროპელ პარტნიორებს რუსეთში ურჩევენ, არ ჩაერიონ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და „თავიანთ პრობლემებს მიხედონ“.