ხელისუფლებამ იცოდეს, რომ წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? დავარტყამ! პირდაპირ გეუბნებით.
ხელისუფლება კანონის ფარგლებიდან გავიდა, ხელისუფლება გველაპარაკება, რომ უნდა დაგაჩმოროთო, ხელისუფლება გვეუბნება, მე მოვალ სპეცრაზმით და ყველანაირ უკანონობას ჩავიდენ. მე, საქართველოს მოქალაქე გიგი უგულავას მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, როდესაც მოძალადე მოდის და ძალადობს, როდესაც სახელმწიფო არ მიცავს და არ ახორციელებს თავის კანონიერ უფლებამოსილებას, როდესაც სახელმწიფო იქცევა მოძალადედ, მოქალაქემ თავი უნდა დაიცვას“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საუბრისას.
მისივე განცხადებით, ამგვარი ქცევა აბსოლუტურად კანონიერია და კონსტიტუციას ეფუძნება.
„უკანონოა გავრილოვის ხარკის გადახდა, გირაოს დაწესება, 20 ივნისის გამოძიება, იმიტომ, რომ გამოსაძიებელი არის ივანიშვილის მონაწილეობა, გახარიას მონაწილეობა, მათი მონაწილეობა, ვინც ადამიანებს თვალები დათხარა და ამ ფონზე ჩვენ გვეუბნებიან, რომ გავრილოვს გადაუხადეთ ხარკიო. გავრილოვს ქართველი, თავისუფალი საზოგადოების მხარს არ დაუჭერს და წინააღმდეგობას გაუწევს. ვინც ასე ფიქრობს, რომ გავრილოვს ხარკი არ უნდა გადავუხადოთ, დავდგებით ერთად და ვიბრძოლებთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. პროკურატურამ პარლამენტს მის დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.
აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, 16 თებერვალს იმსჯელებს. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნას.