„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გიგი უგულავას დაკავების შემთხვევაში, მათი „ბრაზი გაასმაგდება“ და რადიკალური ოპოზიციის გეგმებში მნიშვნელოვანი ცვლილილებები შევა.
„ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, მათ შორის უტიფარი და გამჭვირვალე ფორმით. მელია არსად არ გარბის, რა გირაოა საჭირო. ოღონდ წავიდეს მელია და სიამოვნებით გაუშვებენ. მთელი ეს საქმე შეკერილია, ყველამ იცის, თვითონაც. ამიტომ, თვითონ მოიქციეს ამ კუთხეში თავი, თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დააკავებენ, ამ აბსურდული ბრალდებით, ეს პოლარიზაციას კი არ შეამცირებს, არამედ – ბრაზს გააასმაგებს. ყველა შემთხვევაში, საპროტესტო აქციები გარდაუვალია. თუ ნიკა მელიას დააკავებენ, გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ. პოლიტიკოსები „ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში მოქმედების გეგმაზე მსჯელობენ.