ევროკავშირში განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება ახალი სანქციები დააწესონ. ამან მოსკოვის უკმაყოფილება გამოიწვია.
ევროკავშირთან წარმატებული დიალოგი მხოლოდ ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, იუწყება РИА Новости.
უფრო ადრე დიპლომატმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა ბრიუსელთან ურთიერთობების გაწყვეტისთვის, თუ ევროპელი პარტნიორები ამის ინიციატივით გამოვლენ.
„თუ ადამიანურად უნდათ მუშაობა… ეს უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობაზე დაფუძნებული, ურთიერთქმედებაზე იმ თემებში, სადაც ინტერესი მათაც აქვთ და ჩვენც. ასეთი საუბრების შედეგი შეიძლება მხოლოდ ინტერესთა ბალანსი იყოს“, – განაცხადა ლავროვმა Соловьев Live-ში YouTube–არხზე.
ამ კვირაში ბრიუსელში განაცხადეს, რომ შეიძლება ახალი ანტირუსული სანქციები დააწესონ. ეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარმა ჟოზეფ ბორელის მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ მოხდა. მისი აზრით, რუსეთმა „არ გაამართლა მოლოდინები“ და „არ გახდა თანამედროვე დემოკრატია“.
რუსეთსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობის მიზეზი, გარდა უკრაინასა და დნეპრისპირეთში კონფლიქტებისა, ასევე ბელარუსში არსებული მდგომარეობისა, ალექსეი ნავალნის და 23 და 31 იანვარს არასანქცირებულ აქციებზე მომიტინგეების დაკავება გახდა.
ევროპელ პარტნიორებს რუსეთში ურჩევენ, არ ჩაერიონ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და „თავიანთ პრობლემებს მიხედონ“.