„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „რემდესივირის“ გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა, რადგან მან პრეპარატის ეფექტურობის ცალსახად დასადასტურებლად მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, თუმცა ჩვენი მიდგომა იყო, რომ ქართველ პაციენტებს წვდომა უნდა ჰქონოდათ მასზე“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯგუფში, რომელთაც საქართველოში „რემდესივირით“ მკურნალობენ, გარდაცვალების მხოლოდ 2 შემთხვევა დადასტურდა.
„დღეს დილას მივიღე მონაცემი, რომ 178 პაციენტზე გაკეთდა მოთხოვნა კლინიკური ჯგუფის მიერ და 167 მოთხოვნა დაკმაყოფილდა კომისიის მიერ. პაციენტების მდგომარეობა ვინც იღებს „რემდესივირს“, არის დამაკმაყოფილებელი.