თბილისის მერიის მიერ, მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში დღეს, 15 თებერვალს წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩატარდება გადაერთებითი სამუშაოები, რის გამოც აუცილებელია მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 15 თებერვალს დღის 12:00 საათიდან 16 თებერვლის დღის 12:00 საათამდე თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.
კერძოდ, წყალმომარაგება შეიზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
ვაჟა-ფშაველას Iდა II კვარტალს, ვაჟა-ფშაველას გამზირის N43-71 და N52-70, ყაზბეგის გამზირს N30-46, ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, ზაქარიაძის, თავაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის I, II, III და დელისის ქუჩას, აფხაიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, მეგრელაძის, ბუდაპეშტის 1 შესახვევი, ბუდაპეშტის ქუჩას N28-46, N13-19, ალასანიას, ლვოვის ქ. N83-97 და 92-98 ონიაშვილის ქ. N61-89, N64-80, ასათიანის ქ. N9, 10, 11, 14, თავხელიძის, ქავთარაძის ქ. N1-27 და N2-24, ვაშლიჯვრის დასახლების 2ა, 3ა, 4 და 4ბ ზონებს, ვაშლიჯვრის დას. N1, 2, 2ა, 3, 3ბ, 4ბ, 4ა, 4ვ, 6, 7, 7ა, 7ბ, 8, 9, 10ა, 10ბ, 11, 12, 12ა, 13, 13ა,14, 14/15,14ა, 14ბ, 14ვ, 15, 43, 53, 72, 112. მუხრან მაჭავარიანის, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, გელოვანის, იასამნის, ემხვარის და თოფურიძის ქუჩებს,
სოფელ დიღომში: ფარნავაზის, როსტევანის II ჩიხს, ჩხიკვაძის, ჭელიძის, ხატაეთის, შერმადინის, ჯანიაშვილის, აღმაშენებლის, გორგასლის, ისიდორე დოლიძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, მოციქულთასწორის ნინოს, გიორგი ბრწყინვალის ქუჩებს. დიდ დიღომში “გუდვილს”.
დიდუბის რაიონში:
დიღმის მასივის I კვარტალს.
გლდანის რაიონში:
ზაჰესში: მშვიდობის და აფხაიძის ქუჩებს. ავჭალის ქN5-ს და N17.
“რუსთავი2”