თაკო ჩარკვიანმა TV პირველში განაცხადა “ცხოვრებაში არის “ღილაკი”, რომელსაც თითი არ და ვერ უნდა დააჭირო!
– “ჩემი ნაცნობ-მეგობრები სხედან პარლამენტში – “ქართულ ოცნებაში”. განსაკუთრებით მინდა მივმართო ქეთი დუმბაძეს. ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს.
ვერაფრით ვერ წარმოვიდგენ, რომ ქეთი დუმბაძე მივიდეს სხდომაზე და ნიკა მელიას დაჭერისთვის “ღილაკს” თითი დააჭიროს. დააჭიროს ნიკა მელიას დასჯის „ღილაკს“ ისე, რომ არ გააანალიზოს, რომ ნიკა მელია ისჯება სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფის გაპროტესტების გამო.
მთელი გულწრფელობით მინდა ვუთხრა ქეთის – ვიტოვებ იმედს, რომ ქეთი იქნება მათ შორის გამორჩეული.
ასე მინდა, რომ იყოს. მგონია, რომ რაღაც მსოფლმხედველობით ქეთი დუმბაძემ ეს არ და ვერ უნდა გააკეთოს. ცხოვრებაში არის “ღილაკი”, რომელსაც თითი არ და ვერ
უნდა დააჭირო!
მე ველოდები იმ მომენტს, რომ შენ იმ ღილაკს თითს არ და ვერ დააჭერ! თუ არა და მაშინ ჩავთვლი, რომ არც აღარაფერი აღარ არსებობს”.
წყარო: newposts.ge