ჩინეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია.

ჩინეთში კორონავირუსის კიდევ 11 უსიმპტომო შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ჩინეთი მათ სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 89,788 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 84,547-ს შეადგენს.

წყარო: itv.ge