„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები გავრილოვის დავალებების შესრულებაა.
“ნიკამ არა ერთხელ ისაუბრა, იგი არ აპირებს დაემორჩილოს “ქართული ოცნების” და გავრილოვის გადაწყვეტილებას და ჩვენ არ ვაპირებთ გავრილოვს გავატანოთ ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი. მე ვუთხარი “ქართულ ოცნებას” და ღიად მივმართავ კიდევ ერთხელ, რომ თუ გადაწყვეტენ, რომ რაიმე სახით აღასრულონ კანონი, კანონის მახინჯი ფორმებით აღსრულება მოუწევთ ყველა ჩვენგანის მიმართ,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
“რეზონანსი”