დედაქალაქის მერიამ, 2020 წელს თბილისის მასშტაბით შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
თბილისის მერია თავის Facebook-ის გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით.
ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით შესრულებული პროექტებისათვის მთლიანად, 127 914 886 ლარი დაიხარჯა. გზების რეაბილიტაცია და კაპიტალური შეკეთება სულ, 433 141 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. ასევე, ქალაქის 69 ქუჩაზე გზების სრული რეაბილიტაცია ჩატარდა.
ამასთან ერთად, განცხადება იუწყება:
– სრული რეაბილიტაცია 69 ქუჩაზე ჩატარდა;
– რეაბილიტირდა 6 ხიდი და გზაგამტარი;
– სანიაღვრე, წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა და რეაბილიტაცია 20 მისამართზე განხორციელდა;
– საყრდენი კედელი 9 მისამართზე მოეწყო;
– გამაგრებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები 29 ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდა.
წყარო: newposts.ge