“ექსპორტზე” საკუთარი მოსახლეობა კი არა, ადგილობრივი პროდუქცია უნდა გაიტანოთ! – ზვიად ტომარაძე

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი,  ზვიად ტომარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“დღეს იწყება საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში დროებით სამუშაოზე (მოსავლის ასაღებად) წასასვლელად.

ახლა ვინმე ჭკუაჰობიტი გამოხტება და იტყვის, რა ყველაფერში ცუდს ხედავთ, ამ უმუშევრობის პირობებში ხელისუფლებამ მოსახლეობის დასაქმებაზე იზრუნაო…

ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს და “ექსპორტზე” საკუთარი მოსახლეობა კი არა, ადგილობრივი პროდუქცია გაიტანოს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ჯერ ადგილობრივ ბაზარს დააკმაყოფილებს და 85%–იან იმპორტს ჩაანაცვლებს! საქართველოს აქვს შესაბამისი ბიოკლიმატური პირობები, აგრარული პოტენციალი და სხვა კომპონენტები, რითაც შეუძლია 12 მილიონამდე ადამიანის გამოკვება. მხოლოდ ბოსტნეული რომ ავიღოთ, საქართველო აზერბაიჯანზე 10-ჯერ, ხოლო სომხეთზე კი 3-ჯერ ნაკლებს აწარმოებს. 2020 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში1,812 მლნ დოლარის კიტრი და 4,092 მლნ დოლარის პომიდორი თურქეთიდან, ირანიდან და იორდანიიდან შემოვიდა.

ხელისუფლება რომელიც არ ზრუნავს სასურსათო უსაფრთხოებაზე, სურს იყოს მხოლოდ მომხმარებელი და არა მწარმოებელი სახელმწიფო, არის მავნებელი და უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს!”