“იტალიელი და ბერძენი მოხუცების ღამის ქოთნების ქცევა არ ღირს საკუთარი შვილის გაუბედურებად” – თამარ ივერი

თამარ ივერი  სოციალურ ქსელ ფეისბუქში გზავნილს ავრცელებს:

“საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი:
18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!
წასვლის მაქსიმალური დრო უნდა განისაზღვროს 1 წლით!!
გაივსო ქვეყანა საშოვარზე გადაკარგული დედების მიერ უპატრონოდ მიტოვებული, გაუბედურებული ბავშვებით!!
ისინი შემდგომ ოჯახური, ან გოგონები ვინმე მამაკაცის სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, ცუდ წრეში ვარდებიან, ფსიქოლოგიურ ტრავმებს იღებენ ან, უარეს შემთხვევაში, სუიციდით ამთავრებენ სიცოცხლეს!!!
არანაირი თვეში 800€ და ვიღაც იტალიელი და ბერძენი მოხუცების ღამის ქოთნების ქცევა არ ღირს საკუთარი შვილის გაუბედურებად!

ასევე, თავად ამ ქალბატონთა ყოფაც მრავალი წლების მუშაობის მერე არაჯანსაღი ხდება მისი ოჯახისთვის.

ის უკვე მხოლოდ ბანკომატი ხდება მისი ქმარ-შვილისთვის და მისდამი ადამიანური, დედაშვილური გრძნობები ოჯახს ნელნელა უქრება.ბევრმა დააპირა დაბრუნება, მაგრამ ან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ოჯახის წევრებისგან, ან ის უბრალოდ ზედმეტი აღმოჩნდა საკუთარ სახლში. ჩემი დედამთილი ქალების ყველაზე დიდი დამსაქმებელი იყო იტალიაში და კარგად ვიცი, რაც ხდება ამ “სამზარეულოში”.
უნდა დავემსგავსოთ ქვეყანას და უნდა დაენიშნოს 18 წლამდე სოციალურად გაჭირვებული მოზარდის მშობელს თვეში მინიმუმ 1.000 ლარიანი დახმარება და პრიორიტეტული დასაქმება!!!

პარლამენტარებო! მოიკელით, გეთაყვა, ისედაც გაბერილი ხელფასები და პრემიები და იზრუნეთ ჯანსაღი თაობის აღზრდაზე მათ მშობლებთან ერთად! მორჩა!”