ლუგანსკში გაზსადენი აფეთქდა

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ლუგანსკის ოლქში გაზსადენზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ rbc.ru იუწყება.

აფეთქება პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქების მიზეზები უცნობია. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. ცეცხლის სიმაღლე 20 მეტრს აღწევდა.

მეხანძრეებმა და სარემონტო ბრიგადებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს. მოსახლეობისთვის გაზის მიწოდება არ შეწყვეტილა.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

https://youtu.be/JCDdzXcPFhI