სახელმწიფო არ შეიძლება იმართებოდეს “ფანჩატურში” დადგენილი წესებით და დღის წესრიგით

გიორგი ვოლსკი – სახელმწიფო არ შეიძლება იმართებოდეს „ფანჩატურში“ დადგენილი წესებით და დღის წესრიგით.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, დღეს საზოგადოებას წარმოადგენს ის გუნდი, რომელიც ამ გადაწყვწტილებას ემხრობა.

მისი თქმით, მოცემული რეალობა დამატებითი შეკითხვის დასმის წინაპირობას არ ქმნის, საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იმართებოდეს სახელმწიფო კანონებით, არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები, ზოგს მოსწონს, ზოგს არა

„რა პერიოდიც არ უნდა ავიღოთ იწერებოდა კანონები და ამ კანონების მიხედვით ცხოვრობდა ქვეყანა და არ იმ კანონების მიხედვით, რომლებსაც გვკარნახობენ. არის თუ არა თვალსაჩინო დარღვევა, რომელსაც განაპირობებს პროკურატურის მოთხოვნა, რომელზეც იმსჯელებს მხოლოდ სასამართლო. ვალდებულია თუ არა პარლამენტი, მისცეს სასამართლოს ეს შესაძლებლობა და ადვოკატები და ბრალდებულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რასაკვირველია, ვალდებულია წინააღმდეგ შემთხვევში ვერ შედგება სახელმწიფო“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

“არცერთი ჩვენგანი არაა ემოციისგან დაცლილი ადამიანი. ვის აწყობს ეს განცხადება და სავარძელში ჩახტომა, ვისი დაკვეთით და ინტერესით შეიძლება მოქმედებდეს ესა თუ ის ადამიანი, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოს ძალას წარმოადგენს. აქაც შეკითხვები ზედმეტია” – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ „სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს“.

ნიკა მელიასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღევანდელ სესიაზე გადის.

წყარო: ptn.ge