შვილმა დედას დანა რამდენჯერმე დაარტყა – საზარელი შემთხვევა ლაგოდეხში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – სოფელ განჯალაში შვილმა დედას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

შუახნის ქალს დაზიანება მუცლის და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, რის გამოც მას ქირურგიული ოპერაცია “არქიმედეს კლინიკაში“ უკვე ჩაუტარდა – ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმეა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილი ჰყავს, მისი გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს.