თუ ჩვენთან პოლიცია მოვა, ტაშით ნამდვილად არ შევეგებებით! – ზაალ უდუმაშვილი

თუ ჩვენთან პოლიცია მოვა, ტაშით ნამდვილად არ შევეგებებით! სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ – ზაალ უდუმაშვილი.

“ნიკა მელია მაგალითია ზუსტად იმის, თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, თუ პოლიცია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მივა, მათ “ტაშით არ შეეგებებიან” და სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევენ.

“ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ ჩვენთან პოლიცია მოვა, ტაშით ნამდვილად არ შევეგებებით! თუ მოვლენ ნიკა მელიას დასაკავებლად, რა თქმა უნდა, მათ სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ. ასე მარტივად საქმე არაა და ეს „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის. ჩვენ მხარეს სიმართლეა და როდესაც სიმართლე გიმაგრებს ზურგს, მაშინ ასჯერ უფრო ძლიერი ხარ, განსხვავების იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ასე უკანონო ქმედებებს ახორციელებს. ბუნებრივია, ამ დროს ძალა შენც უნდა დაუპირისპირო! ნიკა მელია მაგალითია ზუსტად იმის, თუ როგორ ებრძვის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს” – განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 თებერვალს პარლამენტი დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურას დაიწყებს.

წყარო: ptn.ge