რუსული ვაქცინები ეფექტურია კორონავირუსის ბრიტანული შტამის მიმართ

ვაქცინების — „სპუტნიკ V–სა“ და „ეპივაკკორონას“ ეფექტურობა კორონავირუსის ბრიტანული შტამის მიმართ სპეციალურად ჩატარებული შედარებითი კვლევის ფარგლებში დადგინდა.

 ცენრტრმა „ვექტორმა“ დაადასტურა რუსული ვაქცინების ეფექტურობა კორონავირუსის ბრიტანული შტამის მიმართ, იუწყება РИА Новости „როსპოტრებნადზოტის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრის სპეცილისტებმა სპეციალურად ჩატარებული შედარებითი კვლევის ფარგლებში დაადგინეს ვაქცინების — „სპუტნიკ V–სა“ და „ეპივაკკორონას“ ეფექტურობა კორონავირუსის ბრიტანული შტამის მიმართ.

„დაცვითი ეფექტი გამოვლინდა ნეიტრალიზაციის რეაქციებში იმ პირებისგან აღებული შრატის გამოყენებით, რომლებიც ვაქცინა „სპუტნიკ V–თი“ და „ეპივაკკორონათი“ იყვნენ აცრილები“, — დააზუსტეს უწყებაში.

გაირკვა, რომ აცრილი პირებისგან მიღებული შრატი ეფექტურად ანეიტრალებდა კორონავირუსის როგორც ბრიტანულ შტამს, ისე კორონავირუსს, რომელიც ბრიტანული ვარიანტისთვის დამახასიათებელი მუტაციების ნაკრებს არ შეიცავს“, — ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამის გამოსავლენად „როსპოტრებნადზორის“ ეპიდემიოლოგიის ცენტრალურ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში მსოფლიოში პირველი ტესტ–სისტემა შეიქმნა.