ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არასწორი გათვლა გააკეთა. მიუხედავად ვაშინგტონის სანქციებისა და წნეხისა, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა 95%-ით შესრულებულია.
პროექტის მზადყოფნას ასეთი შეფასება მისცა რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ ნოვაკმა. ვიცე-პრემიერის აზრით, გაზსადენის პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება, რადგან მისი მონაწილეები ამით დაინტერესებული არიან. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიაზრებს გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბომეტრი გაზია. პროექტში მონაწილეობენ რუსული „გაზპრომი“ და სხვა ევროპული კომპანიები. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს აქტიურად ეწინააღმდეგება აშშ.
რატომ ცდილობს ვაშინგტონი ჩაშალოს გაზსადენის მშენებლობა ნოვაკის აზრით – ნახეთ ვიდეოში :