იგივე ფასი აქვს, რაც კვერცხის ნაჭუჭს – გია ვოლსკი ნათელაშვილზე

„იგივე ფასი აქვს, რაც კვერცხის ნაჭუჭს“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეზე შალვა ნათელაშვილმა საუბრისას განაცხადა.

„ციხეებში შერეკვა – ასეთი განცხადებების გაკეთება, რასაკვირველია, შალვა ნათელაშვილისთვის ჩვეულებრივი ამბავია. სწორედ იმიტომ ამბობს, რომ თქვენ შეკითხვა დამისვათ და მისი სახელი კიდევ ერთხელ გაჟღერდეს.

იგივე ფასი აქვს, რაც კვერცხის ნაჭუჭს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღეს, 16 თებერვალს ნათელაშვილი „ციხეებში შერეკვით“ დაემუქრა მათ, ვინც ნიკა მელიას წინააღმდეგ კენჭისყრაში მიიღებდა მონაწილეობას.