კანონი არის ყველასთვის ერთი და აუცილებლად აღსრულდება – გია ვოლსკი ნიკა მელიაზე

“ნიკანორ მელიას პოლიტიკურ ზვარაკად წარმოდგენის გეგმა დიდი ხანია დამუშავებულია ნაცმოძრაობაში” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ “რუსთავი 2”-თან განაცხადა.

ვოლსკის თქმით, კანონი უზენაესია და ის ნიკა მელიას შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს.

“არავის არ ვურჩევ კანონს წინ აღუდგეს, კანონი არის ყველასთვის ერთი, უნდა აღსრულდეს და ის აუცილებლად აღსრულდება. ჩვენ არ ვერევით სასამართლოს პრეროგატივაში და კომპეტენციაში. ჩვენ ის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ჩვენთვის უზენაესი არის კანონი. შესაბამისად თუკი ვინმე არ ემორჩილება ჩვენი მხრიდანაც, ჩვენი უფლებამოსილებიდან გამომდინარე არის ადეკვატური პასუხი” – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

წყარო: ptn.ge