კაცობრიობა სინთეტიკურ ხორცზე უნდა გადავიდეს- ბილ გეიტსი

არსებობს კაცობრიობის კლიმატური კატასტროფისგან გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა, რომელსაც ყველა მდიდარმა ქვეყანამ უნდა მიმართოს, განაცხადა კომპანია Microsoft–ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა Technology Review–სთან ინტერვიუში.

„მიმაჩნია, რომ ყველა მდიდარი ქვეყანა უნდა გადავიდეს ასი პროცენტით სინთეტიკურ ხორცზე. მოგვიანებით ყველა შეეგუება ახალ გემოვნურ შეგრძნებებს, რომლებსაც მწარმოებლები თანდათან გააუმჯობესებენ“, — ამბობს გეიტსი.

მილიარდელს მიაჩნია, რომ მცენარეულ ცილებზე გადასვლის შედეგად, შემცირდება მეცხოველეობის დარგის მიერ მეთანის გამოტორცნა ატმოსფეროში.

მანამდე ბილ გეიტსმა აღნიშნა, რომ კაცობრიობისთვის ყველაზე რთული ამოცანა — ეს კლიმატური ნეიტრალურობის მიღწევაა. მისი თქმით, ამისათვის საჭიროა, რომ კაცობრიობამ შეამციროს სათბური გაზების გამოფრქვევა, რაც ძირითადად ქვანახშირის, გაზისა და ნავთობის წვას უკავშირდება.

“სპუტნიკი”