ჯანმო ორ ეპიდემიაზე საუბრობს. საქმე აფრიკის ქვეყნებს ეხება – კონგოში ებოლას ვირუსის გავრცელება შეინიშნება, ხოლო ნიგერიაში – ყვითელი ცხელების.
ებოლა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის ზრდა შეინიშნება და მისი გავრცელება უკონტროლოა. ამის შესახებ WHO-ს საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა განაცხადა.
ვირუსით დაინფიცირების 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. WHO მიიჩნევს, რომ განსაკუთრებულ საფრთხეს დაკრძალვები იწვევს, რადგან იქ ვირუსის გავრცელების საშიშროება უფრო მეტია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელის მაიკ რაიანის თქმით, დაავადება „აქტიური და უკონტროლოა“.
ამასთან, ჯანმომ 25 ივნისს განაცხადა, რომ კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ებოლას ვირუსი სრულად დაამარცხა.
ყვითელი ცხელება
ნიგერიაში ყვითელი ცხელების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილს იწვევს. გასული თვის დასაწყისში აღმოჩენილი ნიგერიული ყვითელი ცხელების ეპიდემიური ვითარება უარესდება და უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილს იწვევს, მსგავსი ფაქტები ქვეყნის 36 შტატიდან უკვე ხუთ შტატში დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 530 საეჭვო შემთხვევა დაფიქსირებულია, მათგან 172 ადამიანი გარდაიცვალა.
“სახელმწიფო ორგანოები ამჟამად კონცენტრირებულნი არიან COVID-19 პანდემიის მართვაზე. აუცილებელია, ადამიანური რესურსები გადანაწილდეს, რომლებიც საჭიროა გამოკვლევებისა და რეაგირების ღონისძიებების ჩატარებაში, ყვითელი ცხელების ეპიდემიისთვის” – განაცხადა ჯასარევიჩმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ნიგერიაში მყოფებს მოუწოდებს, რომ იქ, სადაც ყვითელი ცხელება დაფიქსირებულია, მწერებისგან თავი დაიცვან, შეინარჩუნონ სუფთა გარემო და სანიტარული წესით დაამუშაონ ის ადგილები, სადაც კოღოებს შენიშნავენ. ასევე, ვინც ნიგერიაში სულ მცირე 9 თვის განმავლობაში იმყოფება, ყვითელი ცხელების წინააღმდეგ ვაქცინაციისთვის სამედიცინო პუნქტებს მიმართონ.
წყარო: itv.ge