ნორვეგიის მთავრობა დედაქალაქის რეგიონში კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები ვარიანტის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებულ დამატებით შეზღუდვებს გააუქმებს.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ბოლო მონაცემებით მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოსწორებულია და შეზღუდვების ძალაში დატოვება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.
ცნობისთვის, ოსლოსა და მის მიმდებარე რეგიონში იანვარში კორონავირუსის უფრო გადამდები, ბრიტანული სახეობა გავრცელდა. ვირუსის ამ შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, პანდემიის განმავლობაში პირველად, არა სასურსათო მაღაზიები დაიხურა.
წყარო: itv.ge