ოქიტაშვილი-“რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშილი”….

“ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, საერთოდ, ცალკე საუბრის თემაა. რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშილი, დღეს ქართული კულტურის წარმომადგენლები, ჩვენი ღვაწლმოსილი ადამიანები სად იქნებოდნენ, ვინ უწყის.

უკიდურეს გაჭირვებაში დაეხმარა ბევრს. ქართველებს მადლობის თქმა და სიკეთის დანახვა უნდა შეგვეძლოს. ცუდს რომ ვლაპარაკობთ, იმის ძალაც უნდა შეგვწევდეს, ვთქვათ, რაც კარგი გაკეთდა. უშეცდომო, რასაკვირველია, არავინაა, ყველას ჩვენი შეცდომა გვაქვს. მუდმივად ცუდის ძიება არ შეიძლება. ფონდზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, ჯერ არ ვიცი”-აცხადებს ‘კვირის პალიტრასთან” კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი, რომელმაც თეა წულუკიანის, როგორც კულტურის მომავალი მინისტრის მნიშვნელობაზეც დააფიწსირა თავისი პოზიცია:

“კულტურის სფეროს დღეს სწორედ ისეთი ხელმძღვანელი სჭირდება, როგორიც თეა წულუკიანია – “განათლებული და გამოცდილი”, რადგან მემკვიდრეობა მძიმეა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან საუბარი – ბევრად უფრო რთულია და სჯერა, რომ იგი კარგ გუნდს შემოიკრებს და სამინისტროს თავის ხელს დაატყობს”.- მიიჩნევს ოქიტაშვილი.