აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი მეცნიერების დაცვისთვის დენ დევიდის სახელობის საპატიო პრემიის ლაურეატად დასახელდა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ჯილდოს სახით ენტონი ფაუჩის ერთი მილიონი დოლარი გადაეცემა.
ცნობისთვის, ენტონი ფაუჩი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას 1984 წლიდან იკავებს. ის აშშ-ის შვიდი პრეზიდენტის მრჩეველი იყო.
წყარო: newposts.ge