ვარკეთილში კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი პირი ემსხვერპლა

თბილისში, ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ცეცხლი გაუჩნდა მეექვსე სართულზე არსებულ საცხოვრებელ ბინას. ხანძარი გავრცელდა მე-5 და მე-7 სართულების აივნებზეც.

“განხორციელდა კორპუსის ევაკუაცია. მეშვიდე სართულზე ბინაში ნაპოვნია ერთი მამაკაცის ცხედარი”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადგილზე მობილიზებული იყო 9 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ცეცხლის მოკიდებით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

“ნეტგაზეთი”