გერმანიაში პაციენტების 22% “ბრიტანული შტამით” არის ინფიცირებული – გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი.
გერმანიაში კორონავირუსით დაავადებულთა 22% ბრიტანული ახალი შტამით, B117-ით არის ინფიცირებული.
ამის შესახებ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა განაცხადა.
მისი თქმით კორონავირუსის ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება გერმანიაში.
ორი კვირის წინ კი, ქვეყანაში ახლად აღმოჩენილი ბრიტანული შტამით ინფიცირებული იყო პაციენტების მხოლოდ 6 პროცენტი.
გერმანიის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შიშობენ, რომ აღნიშნული შტამი დომინანტი გახდება და ბოლო პერიოდში, კოვიდ-19-ის შემთხვევების რაოდენობის კლების მიუხედავად, ახალი ვარიანტი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ისევ გამოიწვევს.
რაც შეეხება ე.წ. “სამხრეთ აფრიკულ შტამს”, ის გერმანიაში ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობის 1,5 პროცენტს შეადგენს.
წყარო: newposts.ge