ამ ქვეყანაში, მეორედ მოსვლები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მეორედ მოსვლები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვერანაირი ძველი თუ ახალი სახეების დაბრუნება, არსებულ რეალობას ვერ შეცვლის.

„ის, რაც ვერ ან არ გააკეთა ყოფილმა პრემიერმა, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ნიკა მელიას დაპატიმრებას, ახლა ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს გააკეთოს ღარიბაშვილის ხელით, მაგრამ ვერანაირი ცვლილება მთავრობაში, ვერანაირი ძველი თუ ახალი სახეების დაბრუნება, ვერ შეცვლის არსებულ რეალობას. ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ რღვევის პროცესია დაწყებული და მართლა ნაკერებზე ირღვევა მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალი, არის ის სპირალი, საიდანაც ამოსავალი არ არსებობს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საპარლამენტო კომიტეტები ირაკლი ღარიბაშვილს შაბათ-კვირას მოუსმენენ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

 

“იმედინიუსი”