„ღარიბაშვილი სულ აღარ მახსოვდა… არ მოველოდი, საშინლად დავითრგუნე“

მწერალმა ლაშა ბუღაძემ გუშინდელ მოვლენებსა და პრემიერობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილზე ისაუბრა:

„ამას არ ველოდი. გუშინდელი სტრესული ღამის და უცნაური დილის შემდეგ თითქოს რაღაც ოპტიმიზმი გაჩნდა და შესაძლებლობა, რომ ეს დრამატული ამბავი შეცვლილიყო, აღარ მოველოდი… ეს ღარიბაშვილი სულ აღარ მახსოვდა, რომ გადამალული ჰყავდათ სხვენში, სადღაც ძველმანებში და ამ ფრანკენშტეინს თუ გამოაცოცხლებდნენ, არ მოველოდი. ამან საშინლად დამთრგუნა და დილის ოპტიმიზმი სასოწარკვეთილებად არა, მაგრამ პესიმიზმად იქცა“, – განაცხადა ეკა კვესიტაძის გადაცემაში ბუღაძემ.

 

“რეზონანსი”