გიორგი მარგველაშვილი – ჩემი პრეზიდენტობის დროს ამის მეოთხედიც კი არ მოხდებოდა

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გიორგი მარგველაშვილმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდს შეადარა და აღნიშნა, რომ ამის მეოთხედიც არ მოხდებოდა, იმიტომ რომ იცოდნენ როგორი რეაქცია ექნებოდა.

“ჩემი პრეზიდენტობის დროს ამის მეოთხედიც არ მოხდებოდა იმიტომ, რომ იცოდნენ როგორი რეაქცია მექნებოდა და რამდენად მძაფრი იქნებოდი ამ სიტუაციაში. ყოველ შემთხვევაში ახლა ისეთი ვითარებაა პრეზიდენტი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს პრემიერ-მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებით. პრემიერ მინისტრის წარდგენა უნდა იყოს გარკვეული, ახალი პოლიტიკური მესიჯის მიმცემი” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “დღის სტუმარში”.

წყარო: ptn.ge