ქვეყანამ მთავრობის ახალი გუნდი უნდა დაამტკიცოს

ქვეყანამ მთავრობის ახალი გუნდი უნდა დაამტკიცოს. როგორც პრემიერ-მინისტრის კანდიდატი, ასევე, მის მიერ დაკომპლექტებული სამთავრობო შემადგენლობა პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

კანდიდატურებს განიხილავენ როგორც საკომიტეტო ასევე ფრაქციების ფორმატში, ნდობის გამოცხადება კი პლენარულ სხდომაზე მოხდება.

“დაწყებულია კონსულტაციები მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივა, რომ თავად ჩამოაყალიბოს სამთავრობო გუნდი. ამის შემდგომ, უახლოეს პერიოდში, წარედგინება პარლამენტს, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ასევე, მინისტრობის კანდიდატების სახეები. აქედან გამომდინარე, პარლამენტში უახლოეს პერიოდში ვიმსჯელებთ, როგრც საკომიტეტო, ისე ფრაქციის ფორმატში. უახლოეს დღეებში, პლენარულ სხდომაზე, ნდობას გამოვუცხადებთ ახალ მინისტრთა კაბინეტს,”- განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

მთავრობის დასამტკიცებლად საჭიროა 76 დეპუტატის ხმა.

 

“რუსთავი2”