საქართველოში მიმდინარე უმწვავეს პოლიტიკურ მოვლენებს ევროკავშირი სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
“თბილისი საქალაქო სასმართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების და შემდგომ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის ფონზე ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას საქართველოში იმოქმედონ უკიდურესი თავშეკავებითა და პასუხისმგებლობით, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი ესკალაცია.
ევროკავშირს მტკიცედ სჯერა, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ ნამდვილი პოლიტიკური დიალოგით. ქვეყნის და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებში ჩვენ მოვუწოდებთ [მხარეებს] დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ.
პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ხელმძღვანელობა საჭიროა პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის და პოლარიზების გაღრმავების თავიდან ასარიდებლად. ფართო პოლიტიკური ერთობა საჭიროა დაძაბულობის განმუხტვისთვის და საქართველოში დემოკრატიის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის, მათ შორის ამბიციური სასამართლო და საარჩევნო რეფორმებისთვის. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი ასევე არის კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან ეფექტიანი გამკლავების წინაპირობა.
ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა თავის მისწრაფებებში”- ნათქვამია განცხადებაში.