რომის პაპმა ფრანცისკემ ისტორიაში პირველად ეპისკოპოსთა სინოდის მდივნის მოადგილედ ქალი დანიშნა

რომის პაპმა ფრანცისკემ დედა ნატალი ბეკვარტი და მამა ლუის მარინ დე სან მარტინი ეპისკოპოსთა სინოდის მდივნის მოადგილეებად დანიშნა.

ცნობისათვის, ისტორიაში პირველად მოსდა ეპისკოპოსთა სინოდის მდივნის მოადგილედ ქალი დანიშვნა. აღნიშნული ორგანო პონტიფიკს კონსულტაციებს უწევს და რომის კათოლიკური ეკლესიის საჭირბოროტო საკითხებს განიხილავს.

საფრანგეთიდან ჩასულ დედა ნატალი ბეკვარტს ამიერიდან ხმის მიცემის უფლება ექნება. ცნობისათვის, 2019 წლიდან ის სინოდში კონსულტანტის რანგში მუშაობს.

გენერალური მდივნის, კარდინალ მარიო გრეჩის თქმით, დანიშვნა ცხადყოფს, რომ “კარი გაიღო”. როგორც იგი აღნიშნავს, პაპის გადაწყვეტილება გამოხატავს მის სურვილს, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებების მიღებაში ქალების როლი უფრო გაიზარდოს.

წყარო: itv.ge