რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში ამერიკული და თურქული ხომალდების ერთობლივი წვრთნები რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველასთვის აშკარაა, რომ ეს წვრთნები ანტირუსული მიმართულებისაა. ისინი ტარდება რუსეთის საზღვრებთან, კონკრეტულად კი, ჩვენი შავი ზღვის სანაპიროსთან და ამით მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. იქნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამერიკული მეექვსე ფლოტი შავ ზღვაში მოუთმენლად ელოდება მტრის პოვნას. თუმცა ამას ტყუილად აკეთებენ, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
აშშ-მა და თურქეთმა შავ ზღვაში ერთობლივი სამხედრო საზღვაო სწავლება გასულ კვირას გამართეს.