სათადარიგო მოთამაშე და ივანიშვილს “ანდერძი” – ვისი დავალებით გაუშვეს გახარია და რა შეუძლია კობახიძეს?

ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის 26 სექტემბერს, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე ამბობს:



“ღარიბაშვილს პოლიტიკური მზაობა აქვს. კარგ ფორმაშია. მეოთხე შვილი შეეძინა – გოგონა.

კარგია, რომ ქართულ პოლიტიკაში ასეთი სათადარიგო მოთამაშეები გაჩნდნენ. მე უკვე 60-ს გადავაჭარბე, სათადარიგო მოთამაშედ ვერც ჩავითვლები და არც სურვილი მაქვს, მაგრამ ირაკლი არის კარგი ვარიანტი.

ძველი პოლიტიკოსები მაინცდამაინც სანდოობით ვერ გამოირჩევიან, თუმცა ამ მხრივ ირაკლი არის უნიკალური მოვლენა. მას უყვარს თავის სამშობლო, თავისი ქვეყანა და აქვს განცდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაბრუნდება”

მოკლედ, ასე, მას შემდეგ წელი გავიდა, ბიძინა ივანიშვილი დღეს 65 წლის გახდა და მისი სათადარიგო მოთამაშე ასპარეზეა.

დღეს ზოგი წერს და ამბობს, რომ ერთი თვის წინ, 2 წლის წინ იცოდა, რომ ღარიბაშვილი პრემიერი ისევ გახდებოდა, თუმცა, ისევ ვერავინ დაასწრო ივანიშვილს, რომელმაც ჯერ კიდევ 5 წლის წინ იცოდა, წასვლის დრო როცა დადგებოდა, ვინ უნდა დაეტოვებია სათადარიგო მოთამაშედ!

რამდენიმე დღის წინ, ეკა ბესელიამ, რომელიც ასევე ივანიშვილის გუნდის წევრი იყო, ტვ კავკასიას ეთერში თქვა:

“გამორიცხულია, კობახიძე ვერ არის გახარიას გაშვების შემძლე, ის მხოლოდ იმიტომ შეირჩა, რომ ტექნიკური შემსრულებელია, თუ დაიგეგმა გახარიას გაშვება, ეს მოხდება ივანიშვილის დავალებით და კობახიძის ხელით – ისევე როგორც მოხდა კვირიკაშვილის შემთხვევაში. ეს შეუძლია კობახიძეს, მეტი არაფერი შეუძლია, ის ერთი მშიშარა ბიჭია, რომელიც დაცვით დადის პარლამენტის შენობაში. მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, არ შეუძლია, მაგრამ შემსრულებელია ბრმად.”

ასეა, თუ ისე, გახარია წავიდა და კობახიძე დარჩა.

აი, სათადარიგო მოთამაშე, ყოფილ თანაგუნდელებს ღიად თითქმის არ გახსენებიათ.

რა თვისებების გამო გახდა ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის თვალში უნიკალური – ამას მალე ყველანი ერთად გავიხსენებთ.