396 ინფიცირებული, 469 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 268097 შეადგინა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 469 ადამიანი – საქართველოში ვირუსი სულ 261066-მა ადამიანმა დაამარცხა.

ბოლო 24 საათში ინფექციას კიდევ 19 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3425-ია.

ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 18015 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11021 , PCR ტესტით – 6994.

დადებითობის მაჩვენებელი – დღიური – 2.2%, ბოლო 14 დღის – 2.6%, ბოლო 7 დღის – 2.4%.