Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ის გზები დაასახელა, რაც პანდემიას შეაჩერებს.
პირველ რიგში მან ხაზი გაუსვა მილიარდობით ინვესტიციების მიზანშეწონილობას ვაქცინის წარმოებაში.
ამას გარდა, მისი აზრით პანდემიას შეაჩერებს ქვეყნებსა და კორპორაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობა.
გეიტსი მიიჩნევს, რომ ახლაც და მომავალშიც პრიორიტეტი უნდა იყოს ვაქცინისადმი თანაბარი ხელმისაწვდომობა და ასევე ექსპერტების დონეზე გაერთიანებები, რათა მომავალშიც თავიდან იქნას აცილებული მსგავსი კატასტროფები.
წყარო: newposts.ge