“დიახ ოჯახს და არა გენდერის იდეოლოგიას” – პოლონეთის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა

პოლონეთის პარლამენტი აპირებს განიხილოს მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივა “დიახ ოჯახს და არა – გენდერის იდეოლოგიას”, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს სტამბოლის კონვენციიდან გამოვიდეს.

პოლონეთის პარლამენტი აპირებს განიხილოს მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივა „დიახ ოჯახს და არა – გენდერის იდეოლოგიას“. ეს ინიციატივა პოლონეთს საშუალებას მისცემს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციიდან, იგივე 2011 წლის სტამბოლის კონვენციიდან გამოვიდეს.

გამოსვლის შემდეგ, პოლონეთის მთავრობა მოსალოდნელია, რომ დაიწყებს მუშაობას ოჯახის უფლებების საერთაშორისო კონვენციაზე, რათა ჩაანაცვლოს ის, რასაც მრავალი კონსერვატორი და რელიგიური საზოგადოება არასწორად მიიჩნევს.

შესაბამისი კანონპროექტი ადგილობრივი იურიდიული არასამთავრობო ორგანიზაციის და ქრისტიან სოციალური კონგრესის მიერ არის ინიცირებული. მათ მოქალაქეთა პეტიცია პოლონეთის პარლამენტში გასული წლის აგვისტოში შეიტანეს. ოქტომბრიდან ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და წლის ბოლოსთვის უკვე 150 000 ხელმოწერა მოაგროვეს.

პოლონეთის მიერ ხუთი წლის წინ ხელმოწერილი სტამბოლის კონვენცია კვლავ დაპირისპირების წყაროდ რჩება. ეს დოკუმენტი განიხილება, როგორც გენდერული იდეოლოგიის ხელშემწყობი. პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ დაუფიქსირებიათ კრიტიკა კონვენციის მიმართ.

პოლონეთის შრომის მინისტრი მარლენა მალაგი აცხადებს, რომ პოლონეთი სტამბოლის კონვენციიდან გასვლისთვის ემზადება.

წყარო: alt-info.com