მეგობრებო!
გულწრფელად გთხოვთ მიპასუხოთ: ლევან ჩაჩუას რომ მიეღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, იუვენალური იუსტიცია, მოეწყო ,,კაზანტიპის” ნარკო-სექს ფესტივალი, დაენგრია საყდრისი და ა.შ. (რაც უშუალოდ ღარიბაშვილის პატრონაჟით განხორციელდა)…
ან, გახარიას მსგავსად ბოდიში მომეხადა ნარკო-სექს-გეი-კლუბების მეპატრონეებისთვის, ხელი მომეწერა რიონის ხეობის თურქებისთვის 121 ლარად ჩუქებაზე, (სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა) – რამდენი თქვენგანი მაპატიებდა, ან საერთოდ, ვიქნებოდი კი საპატიებელი? მე კი ვიცი, რომ ქვეყნის ღალატი უპატიებელი დანაშაულია და არც მრავალი თქვენგანი შეიკავებდა თავს ჩემს მოღალატედ გამოცხადებაზე, მაგრამ ამ შეკითხვას რიტორიკულად კი არ გისვამთ, მართლა მაინტერესებს: იმას, რასაც ჩაჩუას არ აპატიებდით, რატომ ეპატიება გახარიას, ღარიბაშვილს, ან სხვას?! რატომ ხდება ასე და რა ახსნა აქვს იმ ფაქტს, რომ მათ ფბ-რეკლამებზე ბევრი თქვენგანის გულები და ლაიქები ამოხტება ხოლმე?
ღმერთმა დამიფაროს პირადი წყენის, ან ანტიპათიის გამო მქონდეს ასეთი დამოკიდებულება. პირიქით, პირად ასპექტში სინანულის განცდას და ყოველივე კეთილს ვუსურვებ მათაც და მათ ოჯახებსაც…
p.s. აღარ ვიცი, უნდა მივაქციო ასეთ რაღაცეებს ყურადღება, თუ გავატარო. მეწყინოს, თუ არა. ბოლომდე ვთქვა სათქმელი, თუ ყველაფერზე თავის სახელის დარქმევის ნაცვლად დიპლომატიას (რაც არ გამომდის) მივმართო ხოლმე. მართლა მაინტერესებს, გთხოვთ გულწრფელად მიპასუხოთ.
ლევან ჩაჩუა