კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, ყოველწლიური გახდეს – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
ფაუჩის თქმით, კორონაავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველწლიური შესაძლოა გახდეს ისევე როგორც, გრიპის საწინააღმეგო ვაქცინა.
“ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ განსაკუთრებული ეპიდაფეთქებისა და მისი სხვადასხვა ვარიანტის შეკავებას იმგვარად, რომ ვირუსის ციკლურობა აღარ იყოს” – განაცხადა ფაუჩიმ.
მისივე განცხადებით, მეცნიერები უკვე მუშაობენ ვაქცინის უნივერსალური ვერსიის შემუშავებაზე, რომელმაც სავსებით შესაძლებელია, რომ ვირუსის ყველა ვარიანტის წინააღმდეგ იმუშავოს.
წყარო: ptn.ge