მიგრანტების მხრიდან ძალადობრივი და მუქარის შემცველი ინციდენტების გამო სარკინიგზო კომპანია შვედეთის ორ ქალაქში გაჩერებების გაუქმების საკითხს განიხილავს!
შვედეთის ორ ქალაქში სახელმწიფო სამგზავრო სარკინიგზო კომპანია ძალადობრივი ინციდენტების გამო გაჩერებების გაუქმების საკითხს განიხილავს. ძალადობრივ ინციდენტებზე ხშირად ავღანელები, სომალელები და ერითრიელები არიან პასუხისმგებელნი.
პოლიციის ინფორმაციით, ნოემბერსა და დეკემბერში ადგილი ჰქონდა სამ შემთხვევას, როდესაც მატარებლის თანამშრომლებს ემუქრებოდნენ ან თავს ესხმოდნენ მგზავრები.
იანვრის ბოლოს სარკინიგზო ოპერატორმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო, რომ წესრიგთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო ქალაქებში კუმლასა და ჰოლსბერგში სარკინიგზო კომპანია განიხილავს აღარ გაჩერდეს გაჩერებებზე. ჯერ-ჯერობით მატარებლები აღნიშნულ ქალაქებში ჩერდებიან, თუმცა, განცხადების თანახმად, პოზიცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.
”როგორც კუმლაში, ასევე ჰოლსბერგში არსებული წესრიგთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც მატარებლებში ვრცელდება, ყველაზე მკაცრი და უკიდურესი ღონისძიება იქნება ის, რომ ამ სადგურებზე მატარებლები აღარ გაჩერდებიან“ – განაცხადა სარკინიგზო კომპანიის წარმომადგენელმა. აქვე მან განმარტა, რომ პოლიციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი რადიკალური ნაბიჯების თავიდან არიდება მოხდება.
წყარო: alt-info.com