ბრიყვთა და მზაკვართაგან არაფერი მიკვირს რა თქმა უნდა.. მაგრამ, ამ ორ კატეგორიაში რომ არ ვსვამდი, იმ ხალხისგან გამკვირვებია ნავალნის ,,ვაჟკაცად” მოხსენიება.
ეტყობა მისი,არც ბიოგრაფია იციან და მეტიც! ფაქტია წარმოდგენა არა აქვთ იმაზეც კი,თუ რატომ დაიჭირეს ის ეხლა. მოდი ჯერ ვიტყვი,რის ჩადენისთვის გაამწესეს პატიმრობაში…ლანძღა და აგინა 95-ი წლის მოხუცს, სამამულო ომის ვეტერანს, რომელსაც მკერდი სავსე აქვს ორდენებით,ეძახა სამშობლოს გამყიდველი. ასევე დასწამა ცილი, ქრთამის აღება! უწოდა მედლებ ასხმული ჩუჩელა თუ ფუტლიარი!
ეს არის ვაჟკაცობა?
დავიჯერო მართლა რომელიმე ქართველი მამაკაცი დახვედით იმ დონეზე რომ,ასეთის ჩამდენი ვაჟკაცად მიგაჩნიათ?
მოხუცმა ვეტერანმა,როცა დამტკიცდა რომ,არანაირი ქრთამი არ აუღია და ნავალნიმ ჰაერზე დასწამა ცილი,მოითხოვა განა ჯარიმა და ფულადი კომპესაცია,არამედ ბოდიში,მხოლოდ ბოდიში.
ამ ,,ვაჟკაცმა”,სასამართლოზე ბოდიშის ნაცვლად,იგივე გაიმეორა ხულიგნურად და უზრდელურად…95-ი წლის ვეტერანის მიმართაც და მის ნათესავებსაც გადასწვდა.. მოსამართლესაც და სხვებსაც,მიუხედავად უმრავჯერ გაფრთხილებისა,იგივეს აკეთებდა და ისტერიკებში ჩავარდნამდე,იმანჭებოდა და ისროდა ბინძური ლექსიკით,შეურაცხოფებს და ცილისწამებებს…
მის სასამართლოს ესწრებოდა,მოსკოვში მოღვაწე მთელი დასავლეთის ,,საელჩოეთ-საკონსულოეთი”(რუსეთის მოქალაქე ნავალნის სასამართლოზე იყვნენ უკლებლივ,მაშინ როცა იმ დღეს,მათი ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდათ სასამართლოები და იმას არ დაესწრნენ.ალბათ ამიტომ არის ,,ვაჟკაცი”?!
და მაშინ როცა,თავიანთ ქვეყნებში,რუსი მოქალაქის,ან ქართველის სასამართლოს არ დაასწრებენ,საქართველოს ან რუსეთის ელჩს,დახურავენ და მორჩა)
ვაჟკაცობაზე რომ ,,პრეტენზია” აღარ გქონდეთ მასზე,მე მგონი გყოფნით ეს ფაქტიც მასზე…თორე,საქართველო დავბომბოთო და მღრნელებს და მატლებს რომ გვეძახდა იმით არ ვმსჯელობ მის ვაჟკაცობაზე,გემტერებოდეს შეიძლება კაცი მაგრამ იყოს ვაჟკაცი და თუ ამ მოხუცის გინება არ ეყოფა ვინმეს,მერე ლიმონათმა აწყინა,მოწამლეს,არტისტობდა და მაგარ ვილაში იყო განცხრომაში თუ რაებიც აქვს ჩადენილი,იმათაც ,,მივახმარ”..ისე წელიწადში პასპორტში,ქვეყნიდან გასვლა 18 ჯერ უფიქსირდებოდა მგონი…და სად გასვლები? ეგვიპტე,ათენი,რომი და ერთი სიტყვით,მთელ დედამიწაზე,სადაც ადამიანს მარტოს ან მეუღლესთან ერთად,შეუძლია იოცნებოს წასვლაზე და ერთი თვით იქ დროის გატარებაზე..ასეთი ,,გაჭირვებული” და ,,ტანჯული” ,,ვაჟკაცია”… მართლაც ,,გარეთა ფულით”, მისი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მომქმედი და მისი ერის დამღუპველი იდეოლოგიის მქადაგებელი და ჩემი სეხნია…ნავალნი….
ალექსანდრე ყანთელაძე