იმის გამო რომ კორონავირუსებს, მაგალითად კოვიდს პანდემიური პოტენციალი აქვს, მსოფლიოს კორონავირუსის უნივერსალური ვაქცინა სჭირდება – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
“მჯერა, ჩვენ მეცნიერულად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ კორონავირუსის უნივერსალური ვაქცინა შევქმნათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა შეიქმნას ვაქცინა, რომელიც კოვიდის ყველა მუტაციისა და ზოგადად კორონავირუსების წინააღმდეგ ეფექტური იქნება. სირცხვილი იქნება თუ მას ვერ შევქმნით“ – განაცხადა ფაუჩიმ.
წყარო: itv.ge