ქალაქ გურჯაანში, ვაშლების უბანში, საცხოვრებელი სახლი იწვის – აალება ერთსართულიანი სახლის ჭერიდან დაიწყო.
დამწვარია 60 კვ.მ- მდე ფართობი სახურავზე. ამ წუთებში ცეცხლი ლოკალიზებულია და ქრობის პროცესში 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მონაწილეობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.