გვაქვს გარკვეული მოლოდინები, რომ ეკონომიკური გახსნა მოხერხდება – ეკატერინე ტიკარაძე

“ინფიცირების მაჩვენებელი არის მნიშვნელოვნად დაწეული, აქედან გამომდინარე გვაქვს გარკვეული მოლოდინები იმის, რომ მოხერხდება ეკონომიკის გახსნა” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე ფაზის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ორი კვირის ინტერვალით მოხდეს გაანალიზება იმ არსებული შედეგების, რომელიც გამოწვეულია თითოეული ქმედებით. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს გახსნები და თითოეულ გახსნას უნდა დავაკვირდეთ ორი კვირის ინტერვალით და ვიმოქმედოთ შესაბამისად” – განაცხადა ტიკარაძემ.

წყარო: newposts.ge