ჰარცელი – დღეს ორი რამ არის მთავარი, დეესკალაცია და მოლაპარაკების განახლება

ჩვენ ვიმყოფებით გადამწყვეტ მომენტში, რაც მოითხოვს ლიდერობასა და პასუხისმგებლობას ყველა მხარისგან – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

– “ჩვენ ვუბრუნდებით რეალობას და რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვიმყოფებით გადამწყვეტ მომენტში, რაც მოითხოვს ლიდერობასა და პასუხისმგებლობას ყველა მხარისგან, რათა ეს ვითარება დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს. მე კოლეგებთან ერთად ვმუშაობ, რათა დახმარება გავუწიო ამ პროცესს. დღეს ორი რამ არის მთავარი, დეესკალაცია და მხარეებს შორის მოლაპარაკების განახლება” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

წყარო: itv.ge