ოშრატ კოტლერი, ცნობილი ჟურნალისტი, წლების განმავლობაში ისრაელის ტელემაუწყებლობის გამორჩეული სახე, ვაქცინაციის კამპანიის წინააღმდეგ ძალიან მწვავე განცხადებით გამოვიდა!
მან ვაქცინაციის კამპანიას “პროპაგანდის მზაკვრული ავტოკლავი უწოდა, რომელიც ჯადოქრებზე ნადირობას ესაზღვრება და ასევე ემსგავსება კიდეც!”.
პირად ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული მისი მიმართვა იწყება სიტყვებით – “შეძრწუნებული ვარ ჩვენი ეროვნული ქვეყნისა და ხალხის ბედით და გული სისხლით მეთუთქება ამ ყველაფერის შემხედვარეს!”.
მის განცხადებას ფონად ასევე დართული აქვს სურათი, ისრაელის ჰიმნის პირველი სიტყვებით – “ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფალი ხალხი საკუთარ ქვეყანაში!”.
ოშრატ კოტლერის სიტყვები, ეთერში გამოხატული რეაქცია და ემოციები, საოცრად ამაღელვებელი და ბევრისთვის დასაფიქრებელია – “მე არც პანდემიის უარმყოფელი ვარ და არც ვაქცინაციის წინააღმდეგი, მაგრამ ის რაც ჩემს ქვეყანაში დღეს ხდება, უბრალოდ სიმშვიდეს მაკარგვინებს, ღამეები აღარ მძინავს, ჩვენ დავიწყეთ არავაქცინირებული ადამიანების მონიშვნა და მათი თავისუფლების შეზღუდვა! მოქალაქეებს ორ სახეობად ვყოფთ და ვანაწევრებთ, ვაქცინირებულები “უმაღლეს კლასს” წარმოადგენენ უკვე, რომელთათვისაც დაშვებულია კულტურული და სპორტული ღონისძიებებით ცხოვრებით ტკბობა-გართობა, არავაქცინირებულები კი “მეორადი ხარისხის” ხალხს შეადგენენ და ეს უკვე ფაქტიურად იწყება, გესმით დაიწყო უკვე! ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთა უკანონო სელექციის უაზრო და გამიზნულ ნაბიჯებთან!
მადლობა რეშეფ ლევის, რომელმაც განაცხადა, რომ თავის ღონისძიებებზე მიიღებს როგორც ვაქცინირებულებს, ასევე არავაქცინირებულებს, ამის საპასუხოდ რა გააკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ, დაიწყო შესაბამისი კანონპროექტის მომზადება, და ეს ჯერ კიდევ არვის გაუპროტესტებია! რა გჭირს ერო! ჩვენ არ ვემორჩილებით იძულებით ვაქცინაციას. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაიძულოთ ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ, რომლებიც არ ენდობიან ან უბრალოდ ვერ იკეთებენ აცრას, ვაიძულოთ ვაქცინაცია და რაც მთავარია, მეორე ხარისხის მოქალაქეებად გამოვაცხადოთ!
რა ხდება ჯანდაცვის კუთხით? ჩვენ ვალდებულნი ვართ მოსახლეობა დავიცათ ინფექციისგან, კარგა ხანია გვაქვს კიდეც, მეტად მარტივი და მოსახერხებელი საშუალება, მაგრამ უცნობი და გაურკვეველი მიზეზით სახელმწიფო არ იყენებს მას. ეს არის კორონავირუსზე 15 წუთიანი შემოწმება, რომელიც მარტივად შეიძლება გამოვიყენოთ.
ნაცვლად იმისა, რომ დავაკანონოთ ფაშისტური კანონები, იძულებით ავცრათ ხალხი, უმჯობესია და ამაზე აქამდეც უნდა ეზრუნა მთავრობას, შეექმნა ათასობით შემმოწმებელი პუნქტი, ყველა დაწესებულების წინ, სადაც მარტივად, სულ რაღაც 15 წუთში მოხდებოდა ადამიანთა შემოწმება ამ და სხვა ვირუსებზეც.
მოკლედ შოკში ვარ! რა გემართება ისრაელის ერო? და კიდევ, ორიოდე სიტყვა ჩემს კოლეგებს მინდა ვუთხრა, ჟურნალისტებს, რა გჭირთ? ვის აძლევთ ბანს? ვისთან ერთად მღერით ერთ გუნდად? და სად არის თქვენი კრიტიკული კითხვები, თქვენი აზრი ამ ყველაფერზე, ან ელემენტარული კრიტიკა?” – ცრემლებს და ემოციებს ვერ იკავებდა ეთერში ცნობილი და გამოცდილი ჟურნალისტი – ოშრატ კოტლერი!
წყარო: mkurnali.ge